III ა კლასი წლის ბოლოს ექსკურზიაზე იყო ატენის სიონში და უფლისციხეში. ბავშვებმა შესანიშნავი დრო გაატარეს და ნასიამოვნები დაბრუნდნენ სახლში.
ვიზიტი
ეთნოგრაფიულ მუზეუმში
III ა კლასი , 2015 წლის ნოემბერში, გასვლითი ექსკურსიით
იმყოფებოდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ჩვენი სტუმრობა შვედეთის დელეგაციის სტუმრობას დაემთხვა, რომლებიც ოფიციალურად ეთნოგრაფიული
მუზეუმის დამფინანსებლები არიან. სტუმრებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს
დასწრნენ პატარებიც. მათ მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახლები, მოისმინეს
IV ა კლასი იანვრის
თვეში სტუმრად იმყოფებოდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ბავშვები ინტერესით ეცნობოდნენ სხვადასხვა სახის წიგნებსა და ჟურნალებს, მოინახულეს
აგრეთვე უძველესი ვეფხისტყაოსანი, დაათვალიერეს
ბიბლიოთეკის ვრცელი დარბაზები. მეგზურობას გვიწევდა გიდი, რომელიც საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.
ბავშვებს ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.
სტუმრად
გარდენიაში
16 მაისს IV ა კლასი იმყოფებოდა გარდენიაში. მათ დაათვალიერეს ულამაზესი ყვავილები, გაეცნენ მრავალფეროვან მცენარეებს და მოინახულეს
ბაღის ეზოში მდებარე ოქროს თევზების აუზი,
სადაც სურვილებიც ჩაიფიქრეს.
პატარები დაესწრნენ მწვანე გაკვეთილს, მათ ძირფესვიანად შეისწავლეს
მცენარის მოვლა, ზრდა-განვითარების ფაზები, ასევე ქოთნის მოხატვა სხვადასხვა ორნამენტებით.
გაკვეთილის ბოლოს ისინი დასაჩუქრდნენ ულამაზესი
ყვავილებით.
დღემ სასიამოვნოდ
ჩაიარა. ბავშვები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий