IV ა კლასმა ჩაატარა 7.05.2017 ჩაატარა შემაჯამებელი,
ღია გაკვეთილი მათემატიკაში სათაურით „მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროში“. გაკვეთილი
დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მთელი კლასი ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში.
პატარებმა მაქსიმალურად გამოამჟღავნეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინეს მთელი
წლის მანძილზე.
გაკვეთილს ესწრებოდა
სკოლის დირექცია და მშობლები.
პროექტი
„საქართველოო ლამაზო“...
IV ა კლასმა
23 მარტს მოახდინა პროექტის „საქართველოო ლამაზო...“ პრეზენტაცია. ბავშვები დაყოფილნი იყვნენ 5 გუნდად,
თითოეულ გუნდს ევალებოდა საქართველოს თითო
კუთხის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. ბავშვებმა მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების განხილვა
და მათგან საუკეთესოები წარადგინეს პრეზენტაციაზე. პროექტის მიზანი იყო
საქართველოს კუთხეების გაცნობა და ამ კუთხეში დაბადებული გამოჩენილი ადამიანების
ბიოგრაფიების მოძიება. კლასმა ამ გამოწვევას თავი კარგად გაართვა. პროექტი გაფორმებული იყო მუსიკალურად ამავე კლასის მოსწავლის
გურამ ხორგუანის მიერ. მან მომაჯადოებლად დაუკრა
სიმღერა ფანდურზე „ჩამოვუქროლებ ჩემს
საქართველოს“...
გაკვეთილის დსასრულს
მოსწავლეებმა სტუმრებს აჩვენეს ულამაზესი ხელთნაკეთი საქართველოს
დროშა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა
დამსწრე საზოგადოებაში, ბოლოს კი თითოეულ
მონაწილეს გადაეცა სიგელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий