„საინგილო საქართველოა“
III ა კლასმა 20016 წლის 22მარტს, ქართულ ენაში III
ა
კლასმა წარმოადგინა პროექტი „საინგილო საქართველოა“. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები
საქართველოს ამ ძირძველი კუთხის შესახებ, მოიტანეს ბევრი საინტერესო მასალა, მოახდინეს
მათი პრეზენტაცია. გაიხსენეს ისტორია, თუ როგორ მოხვდა საინგილო აზერბაიჯანის შემადგენლობაში.
უყურეს ვიდეოს, სადაც ნათლად იყო გადმოცემული, თუ რა უჭირთ და ულხინთ იქაურ ქართველებს.
ვიდეოს ჩვენებამ პატარებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ისინი გაფაციცებით ადევნებდნენ
თვალს მონიტორს, სადაც პატარა ქართველები ქართულ
მრავალხმიან სიმღერებს მღეროდნენ და ქართულ ცეკვებს ასრულებდნენ.
პროექტის ბოლოს, კლასმა წარმოადგინა პლაკატი „მე დაკარგულად არა ვთვლი იმას, რაც ჩემის ნებით
არ დამითმია“.
მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული პროექტის მზადებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий