დამრიგებლის წლიური ანგარიში


                                   III  ა  კლასის    2015-2016 სასწავლო წლის 
                                 სადამრიგებლო მუშაობის  წლიური  ანგარიში
IIIა კლასში   წლის დასაწყისში სიით ირიცხებოდა 16 მოსწავლე, აქედან 6 გოგონა და 10 ვაჟი.ბავშვები იყვნენ  მოწესრიგებულები, აქტიურები, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.მშობლები მუდმივად ჩართულნი იყვნენ  სწავლის პროცესში.
მათ  მუდმივად აინტერესებდათ სიახლეები, ინტერესით ეცნობოდნენ კლასგარეშე ლიტერატურას, აწყობდნენ დისკუსიებს და ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს ნაწარმოების ამა თუ იმ  გმირის მიმართ.
სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვებთან ერთად შევადგინე კლასში მოქცევის წესები, მოვუწოდე მისი დაცვისკენ და გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილას.  ასევე შევხვდი მშობლებს, გავაცანი წლის მანძილზე ჩემს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და სკოლის შინაგანაწესი, სასკოლო სასწავლო გეგმა. ჩავაწერინე საჭირო  სახელმძღვანელოებისა და ნივთების ნუსხა.
წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი სხვა საგნის პედაგოგებთან,ინტენსიურად  ვესწრებოდი  ინგლისურისა და რუსულის გაკვეთილებს, ვაკვირდებოდი ბავშვების აკადემიურ მოსწრებას და შედეგს ვაცნობდი მშობელს.
ორ კვირაში ერთხელ, პარასკეობით, ვატარებდი სადამრიგებლო საათს , სადაც განვიხილავდით საინტერესო თემებს, ვაწყობდით დისკუსიებს, ვწერდით ჩანახატებს, ვხატავდით.პატარებს ძალიან მოსწონდათ ეს გაკვეთილები და მოუთმენლად ელოდნენ პარასკევ დღეს.სადამრიგებლო თემები გათვლილი იყო მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად , შემდეგ მიმართულებებზე:პიროვნული და მორალური განვითარება,
გარემოსდაცვითი კულტურის  განვითარება,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, თვალსაწიერის გაფართოება, მეწარმეობის უნარის განვითარება, უსაფრთხოება და ძალადობისაგან თვისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მოსწავლეები ნოემბრის თვეში წავიყვანე მიზნობრივ ექსკურსიაზე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მათ დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახლები,ინტერესით  უსმენდნენ გიდს. ჩვენი სტუმრობა დაემთხვა  შვედეთის დელეგაციის სტუმრობას, რომელიც ოფიციალურად ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფინანსებლად ითვლება, მათთვის მიძღვნილ ღონისძიებებს პატარებიც ადევნებდნენ თვალს.სამახსოვროდ სურათები გადაიღეს და ბევრი იმხიარულეს.
აპრილის თვეში გავაკეთეთ ორკვირიანი პროექტი, „საინგილო საქართველოა“. პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ. ბავშვებს  პროექტორზე ვუჩვენე საინგილოს ბუნება და იქ მცხოვრები ქართველები, პატარებში თავი იჩინა ემოციებმა, მათ შეეცოდათ სამშობლოდან მოწყვეტილი თანატოლები, ისინი სულგანაბულნი უსმენდნენ მათ სიმღერებს.
სასწავლო წლის დასასრულს სკოლის ინიციატივით სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება. III ა კლასმა წარმოადგინა  სპექტაკლი  „ ზღაპრის ჯადოსნურ სამეფოში“. ბავშვებმა განასახიერეს სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟები. მათ წარმატებით მოირგეს პიტრ პენის, ფერიის, ჩექმებიანი კატის, წითელქუდასა და დევის როლები.სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა , მაყურებელი ღფრთოვანებული უკრავდა ტაშს პატარა ვირტუოზებს.
სადამრიგებლო საათის  ფარგლებში, ხშირად დავდიოდით თეატრში, ვუყურებდით სპექტაკლებს და შემდეგ კლასში ვსაუბრობდით მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ხშირად სახატავ ფურცელზე გადაგვქონდა ნანახი.
წლის განმავლობაში მშობლებთან მქონდა ინდივიდუალური შეხვედრები, ვაცნობდი მათ ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყიფაქცევას,ამით მათთან მუდმივად აქტიურ  კიმუნიკაციას ვინარჩუნებდი.
IIIა კლასის მოსწავლეებს წლის ბოლოს კარგი აკადემიური მოსწრება  ჰქონდათ, იმედია მომავალი სასწავლო წლიდან  მათი მონდომება გაიზრდება  და   უფრო მეტი ენთუზიაზმით განაგრძობენ   ცოდნის  მწვერვლების დალაშქვრას.

Комментариев нет:

Отправить комментарий